ავტორი: ვ. გუბანოვი

ვინ თქვა პირველად პანგეაგეოლოგები შეცდომით თვლიან, რომ მობილიზმის თეორია პირველად გერმანელი

ვინ თქვა პირველად "პანგეა"
    გეოლოგები შეცდომით თვლიან, რომ მობილიზმის თეორია პირველად გერმანელი მეცნიერის ვიგენერის მიერ იქნა წამოყენებული 1912 წელს, შემდეგ კი იგი მისმა მიმდევრებმა განავითარეს. ამ თეორიის თანახმად მატერიკები თავდაპირველად ერთიანი დედამიწისაგან, ანუ პანგეასაგან წარმოიშვნენ, რომელიც ნაწილებად რიფტების(რიფტი - ინგლ. დედამიწის ქერქის ხაზისებრი ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც ვრცელდება ასობით და ათასობით კილომეტრზე.) მოქმედების გამო დაიყო. დედამიწის ქერქის ერთი ნაწილის მეორის მიმართ წანაცვლებისას იგი დანაოჭდა, "ყალყზე დადგა" - ასე წარმოიშვა მთაგრეხილები, ხოლო მაგმის(მაგმა - ვულკანის მოქმედების შედეგად დედამიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი გამდნარი მასა.) ცხელი წერტილების მიმართ მოძრაობისას, ის (დედამიწის ქერქი) ამოიწვა, დაცურდა და ვულკანურ კუნძულთა მთელი რიგი გაჩნდა. მატერიკთა დრეიფით(კურსიდან აცდენა) აიხსნება, მაგ. ატლანტის ოკეანის წარმოშობა: სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა მოსწყდა ევროპასა და აფრიკას, გაცურდა და გაჩნდა ატლანტიკის ოკეანის ღრმული.
    მაგრამ ვიგენერზე და მის თანამოაზრეებზე გაცილებით ბევრად ადრე წმინდა იოანე ოქროპირმა (IV ს.) გამოთქვა მოსაზრება ზღვის ფსკერის გაშლის შესახებ. იგი სამყაროს შესაქმეზე თავის მესამე საუბარში (იხ. თხზ. VI ტ. გვ. 754) ამბობს: "იმავდროულად რაც ღმერთმა თქვა: შეგროვდეს ერთად ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი, განიყო მიწა და წარმოიშვა ღრმულები. მიწის მთლიანობის რღვევის დამადასტურებელია ალაგ-ალაგ წარმოშობილი მთები და კუნძულები. ღმერთმა იმიტომ დატოვა ისინი, რომ შენ იცოდე: თავდაპირველად დედამიწა ერთიანი იყო, მისი განყოფა კი ღმრთის სიტყვით მოხდა!"
 
0