ავტორი:
მღვდელი ანდრეი გორბუნოვი
წყარო:
მხეცის საიდუმლო [გვ. 151]
პოლიტოლოგი ა. ნოვიკოვი ეკრანს დრაკონს უწოდებს. იგი სვამს კითხვას: ხომ არ გახდება тб ახალი რელიგია,
პოლიტოლოგი ა. ნოვიკოვი ეკრანს დრაკონს უწოდებს. იგი სვამს კითხვას: "ხომ არ გახდება тб ახალი რელიგია, ახალი იდეოლოგია - მომავლის დრაკონი? ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მომავალი დრაკონის მხოლოდ ქერცლი. ჩვენ მხიარულად ვეთამაშებით მას და ვსეირნობთ ვირტუალური რეალობის კომპიუტერულ მთებზე, ისე რომ არ ვაცნობიერებთ ამ ურჩხულის ზომებს, ვერ ვხედავთ მის სახეს და არ ვიცით მისი დანიშნულება". "სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ცივილიზებული მსოფლიო საზოგადოება ტექნოკრატიამდე მიჰყავს, - ამტკიცებს მღვდელ-მონაზონი ანატოლი (ბერესტოვი). - ადამიანის ცნობიერება სულ უფრო მეტად ექვემდებარება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, უმთავრესად, ტელევიზიით და რადიომაუწყებლობით გამოწვეულ ინფორმაციულ პრესინგს. თუმცა კომპიუტერების გაჩენასთან ერთად ადამიანზე ზემოქმედებამ პრინციპულად ახალი ხასიათი შეიძლება შეიძინოს... შრომები "ტვინი - კომპიუტერის" ურთიერთობის დარგში დღეს განვითარების ისეთ სტადიაზე იმყოფება, რომ ტექნიკურადაა შესაძლებელი ქვეცნობიერებაში დანერგვის ექსპერიმენტის ჩატარება
|