
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სიტყვა „მარადისობა“ შემზარავია!
სიტყვა „მარადისობა“ შემზარავია!
გონებით მისწვდი ქრისტეს საშინელ სამსჯავროს. რას ვუპასუხებთ სამსჯავროზე, როცა ჩვენი საქმეები განისჯება? რა საშინელია ჟამი, როცა შიშით აღვსილი სული განაჩენს ელის – სად წავა საუკუნოდ დასამკვიდრებლად! იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიგო, რას ნიშნავს მარადისობა, ერთ მაგალითს მოვიტან: წარმოიდგინე, რომ მთელი დედამიწა გრანიტის კლდეა, მაგარი ქვაა, რომელთანაც ათას წელიწადში ერთხელ მოფრინავს ჩიტი და ამ მთაზე ნისკარტს ილესავს. როცა ეს მთა ჩიტის ნისკარტის ალესვით გაილევა, მაშინ მივხვდებით, რა უსუსური წარმოდგენა გვაქვს მარადისობაზე და რომ შეუძლებელია ჩავწვდეთ, რა არის მარადისობა, უკვდავება, დაუსრულებელი სიცოცხლე! მაშ ასე, დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მარადისობისთვის კამათლით თამაშს ჰგავს – სამოთხე ან ჯოჯოხეთი! როგორი სიფრთხილე გვმართებს!