წყარო:
მამობრივი დარიგებანი
შვილო, ამ სოფელში ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა (ეკლ. 1, 2). ეს ბრძენმა სოლომონმა მაშინ თქვა,
შვილო, ამ სოფელში „ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა" (ეკლ. 1, 2). ეს ბრძენმა სოლომონმა მაშინ თქვა, როცა სრულად იგემა ყველა გრძნობადი სიამოვნება. საკუთარ გულს არ მოაკლო არც ერთი ტკბობა, რისი ბოლოც ხრწნა და წარწყმედაა. საპირისპიროდ, ვინც ღმერთს ემსახურება, ცხოვრების საჭიროებათა ნაკლებობას არც აქ განიცდის და ამ ცხოვრებაშივე გრძნობს ნამდვილ სიხარულს და ღვთისმიერ ჭეშმარიტ მშვიდობას.