წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ
მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ
მახეებს შორის დავდივართ და თუ მათთვის გვერდის ავლა გვინდა, დაუშვებელია მცონარობას მივეცეთ. ფხიზელი თვალი გვქონდეს, მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ, რომ სატანის ვერაგულ განზრახვას დავცინოთ და ღვთაებრივი გულისსიტყვების ფრთებით სულიერ ეთერში აყვანილებმა ზეციერ მეუფეს ჩვენი სულის სიჯანსაღე კეთილსურნელოვანი საკმეველივით მივართვათ. შვილების ჯანმრთელობა მშობლების სიხარულის მიზეზია. ასევეა სახიერი ღმერთი, ჩვენი მამა, რომლის სიხარულიც ჩვენი სულების სიჯანსაღეა.