წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის!
ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის!
ნუ გეშინია, იბრძოლე, მხნეობითა და სიმამაცით აღიჭურვე. მხედართმთავრად იესო გვყავს. ის ჩვენს ჯარს დიდებული გამარჯვებისკენ მიუძღვის! ოდნავაც ნუ შეშინდები. შიში ბოროტისგანაა, რომ განგვაიარაღოს და დაგვატყვეოს. სასოებდე მას, რომელმაც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5). ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს ის არ დაუშვებს.