წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
განსაცდელები, უვნებელობა, ბილწი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
გავივლით ცეცხლსა და წყალში
გავივლით ცეცხლსა და წყალში
ნუ გეშინია, გავივლით ცეცხლსა და წყალში. ცეცხლში – როცა ჩვენზე მოწეული განსაცდელები თავისი მოქმედებით ცეცხლად გვეჩვენება. ეს სიძულვილის, შურისა და სიძვის უხამსი გულისსიტყვებია. ხოლო წყალს ვამბობ, რადგან უიმედობის, სასოწარკვეთის გულისსიტყვები თითქოს წყალში ძირავენ სულს. ცეცხლისა და წყლის გამოვლის შემდეგ ღმერთი იმ სულიერ განსასვენებელში აგვიყვანს, რომელსაც სამარცხვინო გულისსიტყვებისგან გათავისუფლებით შევიგრძნობთ, მადლის მიერ კი უვნებობას მოგვანიჭებს (ფსალმ. 65, 12).