წყარო:
მამობრივი დარიგებანი
რატომ ტოვებ შენს „ვენახს შემოუღობავს“?
რატომ ტოვებ შენს „ვენახს შემოუღობავს“?
რატომ ტოვებ, შვილო, შენს „ვენახს შემოუღობავს“? რატომ ტოვებ დაუცველად ნაყოფს, რომელიც ასეთი ბრძოლის ფასად გამოიღე? რატომ დატოვე ძაღლი – სულის მოშურნეობა – მშიერი, მას ხომ ყეფის ძალა აღარ ექნება, მძარცველები და გარეული მხეცები რომ დააფრთხოს? რატომ დაგავიწყდა, რომ ცათა სასუფეველს ის დაიმკვიდრებს, ვინც თავს აიძულებს? არ გიფიქრია, რომ ვინც დაუდევარია და სულზე არ ზრუნავს, მას საუკუნო ცეცხლი ელის? „აღსდექ, რასა გძინავს? აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების აღშფოთება“. გაიღვიძე და თქვი: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი და აღმადგინე შენს მსახურებად, რათა მომიტევო თანანადები ჩემი, ვითარცა კაცთმოყვარემან“.