ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მაშინ ყველა დაბრკოლება იოლად დასაძლევი გახდება

მაშინ ყველა დაბრკოლება იოლად დასაძლევი გახდება

ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნაირ განსაცდელთა ზღვაა აბობოქრებული. იფიქრე, რომ ყველაფერ ამას და ამაზე უფრო მეტსაც კი არ შესწევს ძალა ღვთის მადლსა და მის სიყვარულს განგვაშოროს. შვილო, თუ ჩვენში ქრისტესადმი ლტოლვა გაიზრდება, მაშინ ყველა დაბრკოლება ძალიან პატარა და იოლად დასაძლევი გახდება. ხოლო როცა ქრისტესადმი ჩვენი სიყვარული და ლტოლვა მცირეა, მაშინ ასეთი დაბრკოლებები ძნელად ასატანი ხდება და ის ჩვენი ცხოვრების დღეებს ცხარე ცრემლებით რწყავს. ჰო, შვილო, მოდი, ვუხმოთ იესოს მანამ, ვიდრე ჩვენში მისი ალი აინთება, მაშინ კი ღვარძლიც ნაცრად გადაიქცევა.
თემატური კითხვები
0