წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ეშმაკების წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქციო!
ეშმაკების წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქციო!
ჩემო კურთხეულო შვილო, ნუ შეშინდები ბრძოლისას. სიმხნევითა და სასოებით ასაზრდოე სული. ეშმაკების წინააღმდეგობას ყურადღება არ მიაქციო. ნახავ, რომ ყოველი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება. ღვთის წინაშე არაფერი იკარგება, ძალიან ხანმოკლე თავის იძულებაც კი კარგია. ოდნავადაც ნუ შეშინდები. მამაცად იბრძოლე, „წნეხში გაატარე“ საკუთარი თავი, აიძულე იგი, რადგან დაწურული მტევნიდან გულის გასახარელი მშვენიერი ღვინო დგება.