წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როგორ შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოვიქცეთ?
როგორ შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოვიქცეთ?
შვილო, მწერ ვიღაცაზე, ვინც გაგამწარა, შენ კი დაწყევლე. არა, შვილო, არავინ დაწყევლო, რა ბოროტებაც არ უნდა გაგიკეთოს. ქრისტე გვეუბნება, გვიყვარდეს ჩვენი მტრები. როგორღა უნდა ვთქვათ ბოროტი სიტყვა? ღვთისგან შენდობა ითხოვე და ამიერიდან ძმასავით შეიყვარე ის, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმები. განა ჯვარცმულმა ქრისტემ თავის ჯვარმცმელებს არ შეუნდო? როგორ შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოვიქცეთ? დიახ, შვილო, ყველა უნდა გვიყვარდეს, თუნდაც მათ არ ვუყვარდეთ. ეს მათი საქმეა.