ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

როცა სული ჯანმრთელია - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

როცა სული ჯანმრთელია - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

როცა სული ჯანმრთელია, გასაჭირში მოთმინება აქვს, ხორციელი სურვილების უარყოფაც შეუძლია და გულისსიტყვების უგულებელყოფაც. მას ვერც სნეულება აშინებს და ვერც თავმოყვარე გულისსიტყვები. როცა სული ჯანსაღია და სიყვარული აქვს, არ ჩხუბობს, ითმენს ძმის უხეშ სიტყვას, სხვის შეცდომებს არ ააშკარავებს, ყოველთვის შეუძლია ძმას კეთილი სიტყვა უთხრას; უთმობს და ამით გულისსიტყვებსა და მწუხარებას თავიდან იცილებს; არ მრისხანებს, არ დრტვინავს, არ ეპასუხება, არ ჭორაობს, არ ურჩობს, არ არის საკუთარ ნება-სურვილს აყოლილი. კიდევ ბევრი რამ მოაქვს სულის ჯანმრთელობას. ამ სიჯანსაღეს ვითხოვ თქვენგან, ამას გასწავლით და ამისთვის ვლოცულობ.
თემატური კითხვები
0