წყარო:
მამობრივი დარიგებანი
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკეთეთა მემკვიდრეები ვერ გავხდებოდით. მაშ, რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ. საქმეს დაასრულებს უფალი, რომელსაც სრულყოფის ძალა აქვს.
გაიხსენეთ, როგორ იღვწოდნენ პირველი ქრისტიანები კატაკომბების ხანაში. როდესაც მათ ქრისტიანული მოვალეობა მოუწოდებდა, როგორი თავდადებით და სიყვარულით სწირავდნენ მსხვერპლად ყველაფერს, რაც უყვარდათ, რაც ბუნებამ მიჰმადლა. ბოლოს კი ამ მსხვერპლს საუკუნო დიდება მოჰქონდა.
ეჰ, ჩვენ არ ვართ ღირსნი და საუბედუროდ, მცირედმორწმუნეობის გამო ყველაფერს ვკარგავთ (მცირედმორწმუნეთაგან პირველი მე ვარ), მაგრამ ღვთის მოწყალების იმედი გვაქვს, რომ გაგვაძლიერებს, რომ ჩვენც, ჩვენდა სანუგეშოდ, ერთი პატარა ჯვრის ტარება სიმდაბლით შევძლოთ.