წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ასეთმა უადგილო წუხილმა ბევრი დაღუპა!
ასეთმა უადგილო წუხილმა ბევრი დაღუპა!
წუხილი, რომელზეც მწერ, შვილო, აშკარად ეშმაკისგანაა, რადგან ვინც ცოდვები აღიარა, უნდა სჯეროდეს, რომ უფალმა მას სრულად მიუტევა და ყოველგვარი მწუხარება მაშინვე უნდა გაქრეს. უნდა უხაროდეს, რომ ღმერთმა შეიბრალა და გაანათლა, რათა სუფთა აღსარებით განებანა უწმინდურობის სამოსელი და ახლა სულის გადარჩენის იმედი აქვს. ასეთმა უადგილო წუხილმა ბევრი დაღუპა; ასე რომ, არამც და არამც არ დამწუხრდე. „გიხაროდენ და კვალად გეტყვი: გიხაროდენ" (ფილიპ. 4, 4).