წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ზღვა თავის ბრწყინვალებას ქარიშხლებს უმადლის!

როგორც დღეს მოსდევს ღამე, ზაფხულს – შემოდგომა, ზამთარს – გაზაფხული და ა. შ. ასევე ერთ სულიერ მდგომარეობას მეორე ენაცვლება.
მაგალითად, დღეს გულისსიტყვების სიწმინდის მხრივ კარგ მდგომარეობაში ვარ და ჩემი სული წყნარ ზღვაში მყოფი დელფინივით მიცურავს წინ. სიმშვიდეს მოუცავს ყველაფერი და მავანს ჰგონია, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდება. მაგრამ ღვთის სიბრძნის მიერ დასახული გზა თავის გეზს არ იცვლის. და აი, ცის კიდეზე არსებული პატარა ღრუბლები – რაღაც არაჯანსაღი აზრები – ჰორიზონტზე ადის და ცაზე გონებაში იკავებს ადგილს. ცოტა ხანში ამას ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი მოჰყვება. აღელვებულ ზღვაში მალე გულისსიტყვების გრიგალი წარმოიშობა. ამგვარად, აზრების სიწმინდეს მწარე გულისსიტყვები ენაცვლება და სიმშვიდეს სხვადასხვაგვარი მღელვარება ცვლის.
ზღვის სიწყნარეს ქარიშხალი რომ არ მოსდევდეს, ის სხვადასხვა სნეულების წყაროდ იქცეოდა იმ უწმინდურობათა გამო, რომლებიც გამუდმებით გროვდება მასში. ამიტომ ზღვა თავის ბრწყინვალებასა და სიჯანსაღეს ქარიშხლებს უმადლის.