ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გაუმართლებელია ზომაზე მეტად წუხილი

გაუმართლებელია ზომაზე მეტად წუხილი

ჩვენთვის, ვისაც გვწამს, რომ ღმერთი ყველგანაა და არ არსებობს ქმნილება, რომელზეც ის არ ზრუნავდეს, გაუმართლებელია ზომაზე მეტად წუხილი, ამით ვამჟღავნებთ, რომ სარწმუნოება და ღვთივგანათლება გვაკლია. „ნეტარია უფლის მსასოებელი ადამიანი, რადგან როგორც ლომს, არავისი ეშინია“ (იგავ. 28, 1). თუ ღმერთი განსაცდელს უშვებს, იყოს, უფალო, ნება შენი. „ვინ ცნა გონებად უფლისა ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?" (რომ. 11, 34) ვის შეუძლია გამოიძიოს ღვთის განგებულება?! „უკუეთუ არა...იქმნეთ ვითარცა ყრმანი [რწმენითა და უმანკოებით], ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).
თემატური კითხვები
0