ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

აღსდეგ, უფალო, წარვწყმდებით!

აღსდეგ, უფალო, წარვწყმდებით!

საშინელი ქარიშხალი ამოვარდა ტიბერიის ზღვაზე. სახიფათო ქარი იესოსა და მისი მოწაფეების პატარა ნავს ჩაძირვით ემუქრება. მოწაფეები შიშისგან თავზარდაცემულები არიან. სიცოცხლისა და სიკვდილის უფლის გარდა ყველას ღვიძავს. „აღსდეგ, უფალო, – ყვირიან სასოწარკვეთილები – წარვწყმდებით“ (ლუკ. 8, 24).
მაშინ აღიმართება ის, ვისაც ყველაფერი ხელთ უპყრია, შერისხავს ზღვასა და ქარს და დიდი დაყუდება ისადგურებს.
დაე, ჩვენც ვირწმუნოთ იესოს ძალა, მაშინ განსაცდელი იარაღს დაყრის და დიდი მყუდროება დაისადგურებს.
თემატური კითხვები
0