წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მოვითმინოთ ქრისტესთვის. განა ის ამის ღირსი არ არის?
მოვითმინოთ ქრისტესთვის. განა ის ამის ღირსი არ არის?
შვილო, იტვირთე ძმები. ვიცი მათი სიმძიმე; ჩემი თვალისგან დაფარული არ არის, რასაც ითმენ. მაგრამ ვისთვის ითმენ ყველაფერს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთვის. განა ის ამის ღირსი არ არის? რომელი კეთილი საქმე, ან სათნოება შეიძლება გაუტოლდეს ღვთის სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელსაც ჩვენდამი ავლენს? ჩვენ ვითმენთ, თუ ქრისტე განგვამტკიცებს უხილავად? ქრისტე შეგვეწევა. ასე რომ არ იყოს, ვინ შეძლებდა სულების ამხელა სიმძიმის ტვირთვას იმ დროს, როცა საკუთარი თავიც ვერ გვიტვირთავს?