წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ეშმაკებს მისი ეშინოდათ და ადამიანებს განეშორებოდნენ

ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მორჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა, – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმობაზე წასვლის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია. მუდამ ისე ვიბრძოდი, რომ ფრონტის ხაზი გულისსიტყვის თავდასხმაზე გადიოდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ ეშმაკისთვის წინ წასვლის საშუალება არასოდეს მიმიცია. ამ უწყვეტი ბრძოლისთვის ღმერთმა, ჩემი უღირსების მიუხედავად, ისეთი კურთხევა და მადლი მომცა, რომ ეშმაკებს ეშინიათ და ადამიანებისგან განიდევნებიან".
დაფიქრდით: ეს მამა განსაცდელს კარს მიღმა, დაკაკუნებისთანავე აღკვეთდა, კარს საერთოდ არ უღებდა. რატომ? რა ჰქონდა შიგნით, რითაც წინ აღუდგებოდა? [ღვთის, მარადიული ნეტარების, სიკვდილის, საუკუნო სატანჯველის და ა. შ.] წმინდა ხსენება; ამით იყო დაკავებული მისი გონება. ბოროტი გარედან უკაკუნებდა, რომ შიგნით შეეღწია, მაგრამ მისთვის, მისი ბოროტი აზრებისთვის იქ ადგილი არ არსებობდა, ბერი ეშმაკს ღვთის ხსენებით აჩერებდა. ამ მუდმივმა გამარჯვებებმა წმინდანს მადლი მიანიჭა, რის გამოც ეშმაკებს მისი ეშინოდათ და ადამიანებს განეშორებოდნენ.
ქების ღირსია ის ადამიანი, ვინც ღვთის მადლით მიაღწია იმას, რომ ეშმაკს თავდასხმისთანავე აჩერებს.