წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობას, რაც გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.