ავტორი:
შალვა ამონაშვილი
წყარო:
Wisdomge
თემა:
სკოლა
დასმენა ბავშვისა მშობელთან
დასმენა ბავშვისა მშობელთან
ბავშვის დასმენა მშობელთან - შენი ბავშვი არ სწავლობს, ამას არ აკეთებს, ცუდად იქცევა, ჰიპერაქტიურია... - ეს რა თაიგულია დასმენისა? არასოდეს არ დაასმინოთ ბავშვი მშობელთან. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამ დროს ბავშვთან. თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია, რა ქნას დედამ, ამოჭრას ბავშვისგან ეს ჰიპერაქტიურობა? არ იცის პედაგოგიკა. თქვენ იცით და ვერ აკეთებთ და მშობელს ავალებთ? ამრიგად, არ დაასმინო ბავშვი. თუ რამ შენი გასაკეთებელია, შენ გააკეთე. თუ ბავშვი გაკვეთილზე არ გისმენს, რა შუაშია მშობელი? აი მიეცი საინტერესო გაკვეთილი და მოგისმენს, გაოცდება, გაიკვირვებს
|
|