ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ცხრანი იგი სადა არიან? - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ცხრანი იგი სადა არიან? - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ათი იყო კეთროვანი და ღვთაებრივმა საბანელმა – ღვთის ცხოველი სიტყვის ბრძანებამ – ათივე განწმინდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მობრუნდა დიდი კეთილისმყოფელისთვის მადლობის შესაწირად. თვით ჭეშმარიტებამ, იესომ ჰკითხა: „არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაითამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა“ (ლუკ. 17, 17-18).

ამიტომ ყოველთვის, ბედნიერების თუ უბედურების ჟამს, ჯანმრთელად ყოფნისა თუ სნეულებისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში, ყოველთვის გვმართებს, რომ კეთილსურნელოვანი საკმეველი – მადლიერება – შევწიროთ ღვთის საყდრის მიმართ, როგორც უხმარმა მონებმა, რომლებმაც ქრისტეს პატიოსანი სისხლით მივიღეთ შეწყალება.

2