წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
უფალი იესო ქრისტე
სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. პირველითგან იყო
„სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (იოან. 1, 14) სიტყვა მამისა. „პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოან. 1, 1). მოვიდა, ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა. სოფელი მის მიერ შეიქმნა (იოან. 1, 10) – მან შექმნა სოფელი! მოგვცა „ხელმწიფება. შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12). თავის ქმნილებებთან მოვიდა და მათ ის არ მიიღეს. აბა, დაფიქრდით, შექმნა სოფელი, შექმნა ადამიანები, მათ კი, გულცივებმა და უგრძნობლებმა ის არ მიიღეს. მოვიდა, როგორც უცხო. ძელზე დაკიდებულს ჯვარმა უმასპინძლა თავისი სარეცლით და ერთმა საფლავმა ისტუმრა. მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი განიპო, მზე დაბნელდა და მთელი სამყარო შეძრწუნდა!