მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი
მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელი მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა". მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!" ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.