ავტორი:
ილია II
თემა:
შობა
ოქრო, გუნდრუკი და მური - ილია II
ოქრო, გუნდრუკი და მური - ილია II
ახალშობილი იესოს თაყვანისსაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც „გამოუჩნდა“, რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო „რჩეული ერისთვის“, არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის.