ავტორი:
ილია II
თემა:
თავმდაბლობა
რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან...
რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან...
მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან. მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში. - გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, - იყო პასუხი. - და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ? - იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად. - ანტიოქიაში? - ჩვეულებრივ ადამიანად. - კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე? - თითქმის არაფრად. ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, - წერს აბბა დოროთე, - რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ.