ავტორი:
ილია II
თემა:
სიყვარული მოყვასისადმი
გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!
გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!
ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს. რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომაც მეორე მცნებად დაგვიდო: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!“, ხოლო „ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა სჯული“ (რომ 13,8). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, იცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 ინ. 4,20). „ღმერთი სიყვარულია“ და „რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (1 ინ. 4,16).