ილია II
ავტორი: ილია II

ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა

ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა

მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.

- ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?

- რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.

- კერძოდ?

- ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.

- როგორ შევძლოთ ეს?

- წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13. 13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.

ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი

2