ავტორი:
ილია II
რა უნდა ჰქონდეს ადამიანს ღმერთთან კავშირისთვის?
რა უნდა ჰქონდეს ადამიანს ღმერთთან კავშირისთვის?
წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (შდრ. 1 კორ. 13, 13), რადგან რწმენა და სასოება მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.