image

თემა: ბოროტი ზრახვები

ხშირად ხდება, რომ ერთი და იგივე ადამიანი ხან მზაკვარია და ხან კეთილი. ასეთ შემთხვევაში იგი შესატყვის გავლენებსა და ცვალებადობას განიცდის. ადამიანი ადვილად იცვლება, მზაკვრული აზრები შესაძლოა, ეშმაკისაგან მოდიოდეს; თუმცა, ისიც ხდება, რომ თვით ადამიანი განიზრახავს მზაკვრობას. ანუ - ხშირად მტერი განსაზღვრულ სიტუაციებს ქმნის, რომ ადამიანებში ბოროტი აზრები გამოიწვიოს. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი არქიმანდრიტი მოვიდა, მაგრამ მისი მიღება ვეღარ მოვასწარი; როდესაც მეორედ მოვიდა, მძიმედ ვიყავი ავად და კვლავ ვერ შევძელი დავლაპარაკებოდი და კიდევ ერთხელ მოსვლა მეთხოვა. მაშინ ამ არქიმანდრიტმა გადაწყვიტა, რომ მისი ნახვა არ მსურდა, მის მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი. ის მივიდა იმ მონასტერში, რომელსაც ჩემი სენაკი ექვემდებარებოდა და მიჩივლა. ყოველივე ეს მტრის მზაკვრობით მოხდა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები