ავტორი:
ილია II
ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა!
ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა!
ჭეშმარიტმა სიცოცხლემ, მოკვდავობა იწილხვედრა, რათა თვისი უკვდავებით სიკვდილი მოეკვდინებინა; ბუნებით უხრწნელმა ხრწნადი სხეული შეიმოსა, რათა ჩვენი ხრწნილება განექარვებინა, ჩვენი უგუნურება საღვთო ცოდნით განებრწყინვებინა და ცოდვისადმი მონობა ცოდვაზე მეფობით შეეცვალა.
ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა!
მხოლოდ მას შეეძლო თავის საღვთო ჰიპოსტასში დაეტია ერთობა ადამიანური თვისებებისაც და უდიდესი მსხვერპლის ფასად შეემუსრა ათასწლეულების მანძილზე გამრავლებული და გამოვლენილი მთელი კაცობრიობის ცოდვის სისავსე.