ილია II
ავტორი: ილია II

წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ

წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოველსმყოფელობით, მეუფებით) გამდიდრება, არსობრივი თვისებების შეუცვლელად, და ჩვენ, ქრისტესთან თანაზიარებით, მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით განმსჭვალვისა.

სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთქმედებათა უნარი... რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის ამ საბოძვარს ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა.

მეორე ეტაპზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის, დაფლვისა და აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ თავისი განმღრთობილი კაცობრივი ბუნება თვისობრივად გარდაქმნა, ადამისეულ თავდაპირველ უცოდველ მდგომარეობას დაუბრუნა და, უფრო მეტიც, - თითოეულ ჩვენგანს ღვთის საუფლოს მარადიულად დამკვიდრების შესაძლებლობა მიანიჭა.

წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ

2