ავტორი:
ილია II
თემა:
სკოლა
ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით
ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი. ამ რთულ საქმეს მასწავლებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. კარგი იქნება, თუ ისინი უზნაძის განწყობის თეორიით იხელმძღვანელებენ და პიროვნულ თვისებათა გათვალისწინებით მიუდგებიან თითოეულ აღსაზრდელს. ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვიძოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი ღვთისაგან განსაკუთრებული ნაჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა.