ავტორი:
ილია II
როგორი სახით არიან მართალთა სულები ზეცად?
როგორი სახით არიან მართალთა სულები ზეცად?
- რა ვიცით ცათა შინა მყოფ მართალთა შესახებ, როგორი სახით არიან ისინი ზეცად?
- მართალნი არიან უკვდავნი, უხრწნელნი, უვნებელნი და ჩვენთვის მიუწვდომელ სხვა მრავალ სიკეთეთა მქონენი, ოღონდ ნეტარების ხარისხით განსხვავებულნი; თუმცა შევნიშნავთ იმასაც, რომ დიდი წმინდანებიც ჯერ არ არიან სრულ ნეტარებაში, რადგან მათ სულებს, მაცხოვრის აღდგომილი სხეულის მსგავსი, თავისი უკვდავი და უხრწნელი სხეული არ შეუმოსავთ. „ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ გაითვალისწინა, რათა ისინი (მართალნი) უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი (ებრ. 11, 40)“, - წერს პავლე მოციქული.