ავტორი:
ილია II
რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?
რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?
- რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?
- ასეთად შევიქმენით! მაგალითად, ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.