ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომა
ყოველი კვირა დღე აღდგომის სიხარულს ატარებს
ყოველი კვირა დღე აღდგომის სიხარულს ატარებს
ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარული მოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად;
ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხება აღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს.