ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომა
სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს
სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს
მთელს დედამიწაზე ხარობს ეკლესია და მისი შვილნი, რადგან ამიერიდან „სამოთხე განღებულ არს და სიკუდილისა ბჭე დახშულ არს. პირველქმნილი ადამი კუალად განახლებულ არს და სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს“ (იადგარი). დღეს ერთად შერცხვნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ წინასწარმეტყველნი და ელხინათ მართლებს ... „მაშ, გლოვის სამოსელი განიძარცვე და სიხარულის სამკაულით მოირთე, წმინდა ქალაქო" (წმ. მელეტი ანტიოქიელი).
ქრისტე აღდგა!