ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომა
განახლებული ცხოვრება დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ
განახლებული ცხოვრება დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ
აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით (რომ. 6, 5-4)
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ (რომ. 8, 2).