ილია II
ავტორი: ილია II

მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა

მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა

ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც ჩვეულებრივი ყოფა და მატერიალურზე ზომიერი ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და ამქვეყნიურ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: „მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“ (მთ. 22,21), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც - ღმერთს.

მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა

2