ავტორი:
ილია II
თემა:
სინანული
ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა
ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა
„შეინანეთ!“ - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.
„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 4, 17), - მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და, ამასთან, გვაფრთხილებს:
„ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა“ (მთ. 3, 8), რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან.