ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომა
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი?
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი?
ქრისტე აღდგა!
გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:ქრისტე აღდგა!
სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, - პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:ქრისტე აღდგა!
ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:
„გიხაროდეთ!“ (მთ.28;9), „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ.20;19), „ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ (გამოცხ.1, 17-18) და „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ 28;18); „ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (ინ.5;24);
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!