ავტორი:
ილია II
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; „ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები“ (რომ. 6,3,4,6).