ილია II
ავტორი: ილია II

ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა

ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა

„თუ ადამიანი უბედურია, მისი გული შეშფოთებულია და მოცულია შიშით. თუ მისი გული შეშფოთებულია და მოცულია შიშით, მისი მოქმედება გამიზნულია და ზუსტი. თუ მისი მოქმედება გამიზნულია და ზუსტი, გონება მისი პოულობს საჭირო გადაწყვეტილებებს და იგი აუცილებლად წარმატებას მიაღწევს; თუ ის წარმატებას მიაღწევს, გახდება მდიდარი და სახელგანთქმული. სიმრთელე და დღეგრძელობა, სიმდიდრე და სახელი, - ყოველივე ამას ბედნიერება ჰქვია; მაგრამ ბედნიერებაში უბედურების ფესვები იმალება.

ამიტომ ამბობენ: „ო, უბედურებავ, შენა ხარ სათავე ბედნიერებისა“.

თუ კაცი ბედნიერია, სიმდიდრესა და სახელს მოიხვეჭს. თუ სიმდიდრე და სახელი მოიხვეჭა, ტანსაცმელი და საჭმელი კარგი ექნება. თუ ტანსაცმელი და საჭმელი კარგი ექნება, ამპარტავნება იპყრობს; თუ ამპარტავნებამ შეიპყრო, მისი საქციელი მანკიერი გახდება. თუ საქციელი მანკიერი აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე და სიკვდილი ემუქრება. თუ მის სიცოცხლეს საფრთხე და სიკვდილი დაემუქრა, ის კარგავს წარმატებასა და დიდებას, - ეს დიდი უბედურებაა.

ამიტომ ამბობენ: „ო, ბედნიერებავ, შენა ხარ სათავე უბედურებისა“ (ძველი ჩინური ფილოსოფია, მ. 1973, II, გვ. 239-240).

ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა ჩაკეტილ წრეს ქმნის. ეს არის ეგოცენტრიზმის, საკუთარი ინტერესების მონობის წრე.

ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა

2