ავტორი:
ილია II
თემა:
დედაკაცი
ქალის ცხოვრება თავგანწირვაა!
ქალის ცხოვრება თავგანწირვაა!
ქალის ცხოვრება რთული, დრამატიზმით აღსავსე პროცესია. ქალის ცხოვრება თავგანწირვაა; მასშია სიცოცხლის უშრეტი ძალა; მისი ხვედრია სიყვარული, რომელიც ესწრაფვის მთლიანობას სრულს, განუყოფელს. იგი მიელტვის მაღალ იდეალებს და მის ლტოლვას ვერავითარი განსაცდელი, თვით სიკვდილიც ვერ დააბრკოლებს. გავიხსენოთ, როგორ მიატოვეს შეშინებულმა მოციქულებმა ჯვარცმული მაცხოვარი, თვით „კლდე სარწმუნოებისა“ - პეტრე განუდგა მას. მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველმა და მენელსაცხებლე დედათ არ დატოვეს უფალი განსაცდელის ჟამს.