ილია II
ავტორი: ილია II

გვირგვინები ჯვარდაწერილთ მოუხმობენ ქრისტეს გზისკენ

გვირგვინები ჯვარდაწერილთ მოუხმობენ ქრისტეს გზისკენ

ჯვრისწერის დროს მეუღლეებს თავზე გვირგვინებს ადგამენ. ამას აქვს ღრმა რელიგიური მნიშვნელობა. ეს გვირგვინია დიდებისა, მეუფებისა, ხელმწიფებისა, გვირგვინია სიხარულისა და ბედნიერებისა - ყოველივე იმისა, რაც ღვთის წყალობით ენიჭება ადამიანს. მაგრამ, ამასთანავე, ეს გვირგვინია განსაცდელისა. გვირგვინები მოუხმობენ ჯვარდაწერილთ, მისდიონ ქრისტეს გზას, რომელიც „იწრო არს“ და ეკლიანი, მაგრამ წმიდაა და მადლიანი, და გოლგოთის გავლით მიემართება აღდგომისა და ამღლებისაკენ.

გვირგვინები ჯვარდაწერილთ მოუხმობენ ქრისტეს

2