ავტორი:
ილია II
სული არ დაიმკვიდრებს იქ, სადაც უსუფთაობაა
სული არ დაიმკვიდრებს იქ, სადაც უსუფთაობაა
ძველი სიბრძნე გვასწავლის: „გრძნობითი ცდუნებანი აღაგზნებენ ადამიანს. მხოლოდ ვნებებისაგან განთავისუფლებული სული შეიძლება გახდეს ნათელი. ნათელი სული მიდრეკილია სიმშვიდისაკენ, სიმშვიდე - მაღალგონიერებისაკენ, სრულყოფილი გონება საშუალებას იძლევა ერთი მიმართულებით წარიმართოს ჩვენი ყურადღება, რაცაა წყარო შორსმჭვრეტელობისა. შორსმჭვრეტელობა სულის თვისებაა. სული ამქვეყნად ყველაზე დიდი საუნჯეა. თუ საცხოვრისი დაულაგებელია, წარჩინებული პიროვნება იქ არ დაბინავდება, მსგავსად ამისა, არც სული დაიმკვიდრებს იქ, სადაც უსუფთაობაა“ (ძვ. ჩინური ფილოსოფია, მოსკოვი 1973, გვ. 28).