ავტორი:
ილია II
განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ მზეს სიმართლისა, მას, რომელმან ცანი მოიდრიკა
განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ "მზეს სიმართლისა", მას, რომელმან ცანი მოიდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკვრელის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩვენი უშურველი სიყვარული, ერთგულება და სიკეთე: გავუღოთ გულის კარი ცათა მეუფეს, რათა შემობრძანდეს ჩვენს სულში, დაივანოს იქ განუშორებლად და აღგვავსოს მადლითა და წყალობითა თვისითა.