ავტორი:
ილია II
რატომ ომობთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?
რატომ ომობთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?
ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა: - რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება? - თქვენ ეს არ მოგწონთ? - ჰკითხა უფალმა. - რა თქმა უნდა, არა, - იყო პასუხი. და მიუგო: - მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?! მართლაც, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია. რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!