ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომის დღესასწაული
შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი!
შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი!
აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია!
ქრისტე აღსდგა!
საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი - გამოხსნილნი!ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი!
შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი.