ავტორი:
ილია II
მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ
მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ
ჩვენი ახალგაზრდობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა „თავისუფლებას“, იმ აღვირახსნილი და თავაშვებული ცხოვრების წესს, რომლის წინაშეც ასე მოულოდნელად აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, ბევრი რომ ვერ უძლებს ცდუნებას და ავხორც ვნებებსა და ცხოველურ ინსტინქტებს ემონება.
ასეთნი შიშის, ჰალუცინაციების, სრული სულიერი გამოფიტვისა და მსხვრევისათვის არიან განწირულნი. ადრე თუ გვიან, თვითონაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ მოლიპული გზით მიექანებიან, მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, თავად ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ და თვითონ უნდა მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.